«10 წელი ყირიმის რუსეთთან შეერთებიდან და 25 წელიწადი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს აგრესიის დაწყებიდან - უახლესი ისტორია და მსოფლიო პოლიტიკის მომავალი»

«10 წელი ყირიმის რუსეთთან შეერთებიდან და 25 წელიწადი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს აგრესიის დაწყებიდან - უახლესი ისტორია და მსოფლიო პოლიტიკის მომავალი»
მრგვალი მაგიდის პრესრელიზი, თბილისი, 22 მარტი, 2024. ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით, თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რუსეთთან ყირიმის 10 წლისთავთან და იუგოსლავიაზე (სერბეთზე) ნატოს თავდასხმიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით.
 
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 45-მდე მონაწილემ - ქართული საზოგადოებრიობის, აკადემიური საზოგადოების, ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლებმა. ინტერნეტით მოწვეულნი იქნენ მონაწილეები რუსეთიდან და სერბეთიდან.
 
ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა ონლაინ-საუბარს რუს და სერბ კოლეგებთან. მრგვალი მაგიდის ინიციატორი და წამყვანი, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე უცხოელ კოლეგებს შეკითხვებს უსვამდა, რომლებსაც ისინი დაწვრილებით სცემდნენ პასუხს, გადმოსცემდნენ საკუთარ შეფასებებსა და მოსაზრებებს.
 
რუსეთიდან მონაწილეებს შორის სიტყვით გამოვიდნენ: რუსლან ბალბეკი - ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მე-7 მოწვევის (2012-2021) დეპუტატი; ვალერი კოროვინი - გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ხელმძღვანელის მოადგილე, საზოგადოებრივი პალატისა და „იზბორსკი კლუბის“ წევრი; სერბეთიდან ინფორმაციები და საკუთარი მოსაზრებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მილოშ ბანჯურმა - კოსოვოს მიტროვიცას სერბული სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სერბეთის პარლამენტის ყოფილმა სახალხო დეპუტატმა, ქალაქ ნიშის მერის მოადგილემ.
 
თავის შესავალ სიტყვაში გულბაათ რცხილაძემ გაიხსენა, თუ როგორ დაესხა თავს ნატო იუგოსლავიას, მოგონილი საბაბით, რომლის მიზანი იყო არა ალბანელი უმცირესობის დაცვა ძირძველ სერბულ მხარეში სახელწოდებით კოსოვო, არამედ მართლმადიდებელი აღმოსავლეთი ევროპისა და მთლიანობაში, პოსტსაბჭოთა სივრცის დამორჩილების დაწყება. გარდა იმისა, რომ ნატოს სამშვიდობო ძალებმა კოსოვოში, თვალები დახუჭეს ალბანელი სეპარატისტების მიერ მართლმადიდებლური სიწმინდეების განადგურებასა და შეურაცხყოფაზე, დასავლეთმა მთლიანობაში დაიწყო პოსტსაბჭოთა სივრცეზე „ფერადი რევოლუციების“ განხორციელება, თუმცაღა პირველი ასეთი რევოლუცია თავად სერბეთში მოხდა, ნატოს ომის დასრულებიდან და სერბეთისგან კოსოვოს ფაქტობრივი ჩამოშორებიდან საკმაოდ მოკლე ხანში. რცხილაძის სიტყვებით, დასავლეთმა ყურად არ იღო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გაფრთხილება, რომელსაც იგი წლების მანძილზე გამოთქვამდა. დასავლეთმა უარი თქვა მოსკოვთან პარიტეტის განხილვაზე. ევროპის ახალ მოწყობაზე მოლაპარაკებების ნაცვლად, დასავლეთის სახელმწიფოებმა ცალმხრივად აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა, შემდეგ საქართველოს მისცეს დაპირება ნატოში გაწევრიანებაზე და სააკაშვილის რეჟიმმა მაშინვე მოახდინა რუსეთთან ომის პროვოცირება. ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა მოვლენებს ლიბიასა და სირიაში, დაბოლოს, 2014 წლის დასაწყისში, მოხდა სისხლიანი „მაიდანი“ კიევში - შეახსენა საზოგადოებას რცხილაძემ.
 
შექმნილ ვითარებაში, რცხილაძის სიტყვებით, „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება ყველაზე უფრო ბუნებრივ აუცილებლობად იქცა. უკვე 10 წელი გავიდა იმ დასამახსოვრებელი მარტის დღეებიდან, როდესაც ყირიმში რეფერენდუმი შედგა. ადამიანები ხმას ავტომატის ლულის ქვეშ კი არ აძლევდნენ, როგორც ამას დასავლური პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ პირიქით, ეს იარაღი მათი ნების გამოხატვას იცავდა „მაიდანელი“ ექსტრემისტებისაგან. ხმა მისცა, სხვათა შორის, არა მხოლოდ ყირიმმა, არამედ თითქმის მთელმა დონბასმა, მარიუპოლის ჩათვლით“ - აღნიშნა მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა.
 
რუს და სერბ სტუმრებთან ონლაინ-რეჟიმში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
 
როგორ ძლებდა ყირიმი კიევის რეჟიმის მხრიდან მტკნარი წყლის ბლოკადის პირობებში და რა ვითარებაა ამ მხრივ დღესდღეობით; როგორია ყირიმში რუსეთის ეროვნებათშორისი პოლიტიკა; რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს დასავლური სანქციები ყირიმის მოსახლეობაზე; ყირიმის ფაქტორი და რუსული სამყაროს ახალი თვითიდენტიფიკაცია - პლუსები და შესაძლო რისკები; როგორი დამოკიდებულება აქვს სერბულ საზოგადოებას ევროკავშირისადმი; რა პერსპექტივა აქვს „დამოუკიდებელ“ კოსოვოს, რა შედეგები მოაქვს ამ მხარეში პერიოდულ გართულებებს და სხვა საკითხები, რომლებიც მრგვალი მაგიდის მონაწილეების ინტერესს იწვევს.
 
ღონისძიების მსვლელობას თვალს ადევნებდა ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, რუსეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრები.

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.