ჩვენი კოლეგის, ვიქტორ კუსიანის დიდი წარმატება მოსკოვის საერთაშორისო ფორუმზე
რუსეთში შედგა ეკატერინას სახელობის პირველი საერთაშორისო ფორუმი - «Екатерининский форум». ღონისძიება 13 დეკემბერს გაიმართა მოსკოვში, რუსეთის იმპერატრიცის, ეკატერინა დიდის მიერ ყირიმის, ტამანისა და ყუბანის რუსეთთან შეერთების მანიფესტის ხელმოწერიდან 240-ე და „რუსეთში უცხოელების მოწვევის მანიფესტის“ ხელმოწერიდან 260-ე წლისთავთან დაკავშირებით.
ფორუმი მოამზადა სრულიად საზოგადოებრივ-სახელმწიფო ორგანიზაციამ - „რუსეთის ხალხების ასამბლეა“ და რუსეთის გერმანელთა ეროვნულმა-კულტურულმა ავტონომიამ. ფორუმს მხარდაჭერა აღმოუჩინეს რუსეთის პრეზიდენთან არსებულმა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საბჭომ და სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა, ბიზნესმენებმა, ჟურნალისტებმა, რუსმა თანამემამულეებმა.
მოწვეულ 17 უცხოელ სტუმართა შორის საქართველოს წარმომადგენელიც გახლდათ. საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ევრო-აზიური „ალიანსის“ თავჯდომარემ, სახალხო დიპლომატმა, ბატონმა ვიქტორ (კობა) კუსიანმა.
ღონისძიებაზე ქართველთაგან ასევე წარმოდგენილი იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი პროფესორი, ბატონი ვლადიმერ ხომერიკი.
ევრაზიის ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტმა ანდრეი ბელიანინოვმა საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ კუსიანი დააჯილდოვა სამკერდე ნიშნით და სიგელით. ბ-ნი კუსიანი იფიციალურად დაინიშნა ევრაზიის ხალხთა ასამბლეის წარმომადგენელად საქართველოში.
ასევე ჩატარდა რუსეთის ხალხთა ასამბლეის 25-ე წლისადმი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული კონგრესი, რომლის ფარგლებში, ჩვენს თანამემამულეს გადაეცა საპატიო სიგელი რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
ევრაზიის ინსტიტუტი ულოცავს პატივცემულ კოლეგას - ვიქტორ (კობა) კუსიანს მიღწეულ წარმატებას!
ფოტოზე: ა. ბელიანინოვი და ვ. კუსიანი