კოლეგა შოთა აფხაიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს!

კოლეგა შოთა აფხაიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს!
მართლმადიდებელ საზოგადოებას ვულოცავთ წმ. ბარბარეს ხსენების დღეს, ხოლო კოლეგა შოთა აფხაიძეს, ბარბარობასთან ერთად, დაბადების დღეს!
შოთა აფხაიძე - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, 2012 წელს, სააკაშვილის რეჟიმის ციხიდან გათავისუფლებისთანავე, გახდა ევრაზიის ინსტიტუტის წევრი და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.
 
შოთა თავდაუზოგავად იღვწოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, საზოგადოებამდე სრული სიმართლის მიტანისთვის. იგი ასევე აქტიურად იკვლევდა სხვადასხვა პოლიტიკურ პრობლემებს, გამოაქვეყნა არაერთი ანალიტიკური სტატია, მონაწილეობას ღებულობდა ევრაზიის ინსტიტუტის ეგიდით გამართულ მრგვალ მაგიდებსა და განხილვებში, მივლინებით არაერთხელ იმყოფებოდა ანალოგიურ ღონისძიებებზე რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.
 
2016 წლიდან შოთა თავად აარსებს კვლევით ცენტრს, რომელიც კავკასიაში ისლამის საკითხებს ეძღვნება და მალევე გადადის სამუშაოდ მოსკოვში. დღეს იგი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქართველი მკვლევარი და პოლიტიკური კომენტატორია. მას იწვევენ სხვადასხვა სატელევიზიო და ინტერნეტ-გამოცემაში, მისი პუბლიკაციები ქვეყნდება რენომირებული რუსული ორგანიზაციების საიტებზე. შოთა აფხაიძე წარმატებით ეწევა პედაგოგიურ და ორგანიზაციულ საქმიანობას რუსეთის მთავრობასთან არსებულ საფინანსო უნივერსიტეტში.
 
დარწმუნებულნი ვართ, შოთა აფხაიძეს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია თავისი პოტენციალი სრულად. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს!
 
ევრაზიის ინსტიტუტი

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.