შაბათს, 27 აპრილს, ვარშავაში გაიმართა შერეული კონფერენცია პოლონელი და უცხოელი სტუმრების მონაწილეობით, რომლის სახელწოდება გახლდათ: „ევროპული უსაფრთხოების პრობლემები - როგორ ავიცილოთ თავიდან ომი?“
კონფერენციაზე მოხდა ასევე ანჯეი ლეპერის სახელობის სამოქალაქო თავისუფლებათა ფონდის გახსნა.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტომაშ იანკოვსკიმ, შეხვედრის გახსნისას საზოგადოებას მოუთხრო ამ ახალი ორგანიზაციის მიზნების შესახებ, აღნიშნა, რომ კონფერენციის სახელწოდება ამავე დროს შეკითხვაა, რომელსაც არც ერთი პოლიტიკოსი გაზეთების პირველ გვერდზე არ აჟღერებს, თითქოს, ომში შესვლა უკვე წინასწარ იყოს გადაწყვეტილი და მხოლოდ დროის ამბავი. მან ასევე შეახსენა მასმედიის მხრიდან მათ მიმართ ანგარიშსწორება, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. იანკოვსკიმ ისაუბრა ცენტრალური ევროპის საზოგადოებრიობის მიერ ზოგიერთი დასავლელი მმართველის მაქინაციების მიუღებლობის შესახებ, როდესაც აღნიშნული მმართველები ცდილობენ, გააღვივონ ახალი კონფლიქტი ევროპის საზღვრებთან, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რეალური პერსპექტივით.
ამის შემდგომ, მონაწილეებს მიმართა დიანა შოშოაკამ, რუმინეთის პარტია SOS-ის ლიდერმა, სენატორმა და რუმინეთის პრეზიდენტობის მომავალმა კანდიდატმა. რუმინული ირედენტიზმის მომხრის იმიჯის მიუხედავად, თავის გამოსვლაში მან წამოაყენა წინადადება, ბუქარესტში გაიმართოს მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. მან ასავე აღნიშნა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოების აუცილებლობა.
პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა პოლონური გვირგვინის კონფედერაციის სახელით აღნიშნა, რომ ომის ამჟამინდელი ფორმა სინამდვილეში არაფერ შედეგამდე არ მიდის, გარდა ახალგაზრდა უკრაინელთა სულ უფრო დიდი რაოდენობის განადგურებისა. ეს უკრაინელები კი უცხო სახელმწიფოთა პოლიტიკის მსხვერპლნი არიან. მისი თქმით, დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები არ მიისწრაფიან მშვიდობისკენ, არამედ ცდილობენ, გააჭიანურონ უკრაინაში მიმდინარე ომი, ეს კი ქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული.
შემდეგმა გამომსვლელმა, რომან დმოვსკის ფონდის პრეზიდენტმა ფშემისლავ პიასტამ დანანებით აღნიშნა, რომ სინამდვილეში ჩვენზე ცოტა რამ არის დამოკიდებული ომის გაგრძელებასთან მიმართებით, მაგრამ თვით ასეთ პირობებშიც კი, უნდა განვაგრძოთ ბრძოლა პოლონელთა შეგნებისთვის და იმისათვის, რომ სისტემის რეპრესიები „მშვიდობისმყოფელთა“ წინააღმდეგ, არის მათი ქმედებების სიმართლის დადასტურება.
მონაწილეებს შეუერთდა პოლკოვნიკი ჟაკ ბოდი შვეიცარიიდან, დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც ოპტიმიზმი გაავრცელა თეზისით, რომ ომი არ გადაკვეთს უკრაინის და, შესაძლოა, მდინარე დნეპრის საზღვარსაც კი. იგი ამტკიცებდა, რომ რუსებს არ სურთ თავიანთი სტრატეგიული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება ნატოსთან ომის გზით და რუსების სტრატეგია ყოველთვის იძლევა საშუალებას, ესკალაცია გვერდზე გადაიდოს. ამიტომ, დასავლეთის მიერ, ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნის იდეები პროვოკაციას წარმოადგენს.
ადამ სმეხმა, პოლონური გაზეთ „პოლსკა მისლიდან“, განაცხადა, რომ ომი იმყოფება ტრაგიკულ ნიშნულზე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა ერთი მხარის მიერ წაგების არაღიარების სურვილი. მას დაეთანხმა ვლოდზიმეჟ გორკი - პოლონეთის მემარცხენე მოძრაობის გენერალური მდივანი, რომელმაც თავის არგუმენტაციაშ მიუთითა იმაზე, რომ დღეს არსებული ვითარება გამოწვეულია ცივი ომის დასრულების შემდეგ წარმოშობილი ძალთა დისბალანსით.
იანოშ არგელიანმა უნგრული პარტია Mi Hazank (ქართ.: „ჩვენი სამშობლო“)-ის საერთაშორისო დეპარტამენტიდან, მხარი დაუჭირა ომის უსწრაფეს შეწყვეტას და წამოაყენა წინადადება, უკრაინის სადავო ტერიტორიებზე ჩატარდეს რეფერენდუმები, რომელთა შედეგები ორივე მხარემ უნდა აღიაროს.
ტომას შეკერესმა, რომელიც ბულგარეთის პარტია „აღორძინების“ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის არის პასუხისმგებელი, მოიწონა ეს ინიციატივა და მოიტანა არგუმენტები, რომელთა საფუძველზე მან მტრული მხარეების მორიგების საუკეთესო ადგილად ბულგარეთი დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ ომი წარმოადგენს სლავური ერთობის ნგრევის ნაწილს და გამოიყენება იარაღად ანგლო-საქსების მიერ.
პოლონელი მარქსისტების ასოციაციის წარმომადგენელმა, დოქტორმა ედვარდ კაროლჩუკმა ყურადღება გაამახვილა კლასობრივსა და უკრაინისა და რუსეთის ოლიგარქიული სისტემების პრობლემებზე, რომლებიც, დამკვირვებელთა აზრით, გავლენას ახდენენ არსებული კონფლიქტის ფარგლებში მოცემული რიგი ქმედებების უცნაურ ხასიათზე. პოლემიკას შეუერთდა კრისტიან იარხაცი - პოლონეთის მუშათა პარტიის მდივანი და მან რუსეთში თავდაცვის წარმოების რეინდუსტრიალიზაციის სიკეთეებზე ისაუბრა.
კონრად რენკასმა - შოტლანდიაში მომუშავე პოლონელმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის დამშვიდება (ამ სიტყვის პირდაპირი აზრით), ასევე ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა ერთობლივი ქმედებები უკრაინაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, მათ შორის, პოლონური უმცირესობის დასაცავად. ეს გარემოება, გამომსვლელის თქმით, აქამდე ყურადღების გარეშე იყო დატოვებული.
დაბოლოს, სიტყვით გამოვიდა რომან ბლაშკო - ჩეხი პუბლიცისტი, ბოჰემიისა და მორავიის კომუნისტური პარტიის წევრი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ცივილიზაციის ორი მოდელის შეჯახებასა და დასავლეთის უუნარობაზე, შეურიგდეს მსოფლიოში გადაწყვეტუილებების მიღებაზე უწინდელი ძალაუფლების დაკარგვას. მან შემოიტანა წინადადება, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია აშშ-ის მიმდინარე წლის არჩევნებზე და ხელისუფლებაში ე. წ. „სიღრმისეული სახელმწიფოს“ დარჩენის საკითხზე.
კონფერენციის მონაწილეებმა წამოჭრეს მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, რომლებიც ეხება ყველა ევროპელ ამომრჩეველს, მის კეთილდღეობასა და მომავლის ხედვას. ბევრმა მომხსენებელმა დააფიქსირა ევროპული ცხოვრების დონის შემცირების ფაქტი ანტირუსული სანქციების, სამხედრო პრეტენზიების, ევროპული ბიზნესის შეერთებულ შტატებში მიგრაციისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის გამო.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის ხელისუფლების მიერ ეთნიკური უმცირესობების - პოლონელების, უნგრელებისა და რუმინელების უფლებებს.
განხილული კიდევ ერთი თემა ემანუელ მაკრონისა და სხვა დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებულ, უკრაინის კონფლიქტში ნატოს შესაძლო სამხედრო ჩარევის საკითხს ეხებოდა. ყურადღება მიიპყრო შეერთებული შტატების და ნატოს სპეციალურმა გეგმებმა უკრაინის დასავლეთი რეგიონების ოკუპაციის შესახებ. მონაწილეები ერთსულოვანნი იყვნენ იმ აზრში, რომ მოვლენების ასეთი განვითარება დაუშვებელია, რადგან ევროპას მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე აყენებს.
კონფერენციის მონაწილეებს შორის ნაყოფიერი დისკუსიაც გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდებოდა მშვიდობის აუცილებლობაზე.
შეხვედრის დროს გამოთქმული იდეები სასარგებლო იქნება პოლონეთის პოლიტიკურ სცენაზე გასაზიარებლად.
ვიდეო (პოლონური ორიგინალი):