ირანმა უდიდესი დანაკლისი განიცადა - ევრაზიის ინსტიტუტის განცხადება

ირანმა უდიდესი დანაკლისი განიცადა - ევრაზიის ინსტიტუტის განცხადება
მთელი ღამის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო ვერტმფრენის კატასტროფასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. იმედი გვქონდა, რომ ტრაგედია ადამიანური მსხვერლით არ მოხდებოდა.
 
თუმცა ეს იმედი არ გამართლდა. დაიღუპნენ ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და სხვა თანმხლები პირები.
 
ეს უდიდესი დანაკარგია ირანის სახელმწიფოსთვის, ირანელი ხალხისთვის. პრეზიდენტი რაისი გახლდათ თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ირანის საერთაშორისო პოზიციებს მშვიდობიანად, თანმიმდევრულად, პრინციპების სრული დაცვით ამყარებდა და შანსს არ უტოვებდა გლობალისტურ ძალებს, ირანი მისთვის მიუღებელი დათმობებზე ეიძულებინა.
 
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს უდიდესი ტრაგედიის გამო. 
 
ამავე დროს, გამოვთქვამთ ღრმა დარწმუნებულობას, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გადალახავს ამ ურთულეს ეტაპს და კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირებული, განაგრძობს მდგრად განვითარებას.
 
 
 
ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.