პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი – ქართული ღვინის პოტენციური კონკურენტები გამოჩნდნენ

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი – ქართული ღვინის პოტენციური კონკურენტები გამოჩნდნენ
სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (სპსეფ) შესახებ პირველი წელი არ არის, რაც ვიუწყებით. მიმდინარე წელსაც, 5-8 ივნისს, შედგება ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბიზნეს-ღონისძიება.
27 წლის განმავლობაში ფორუმმა მოიპოვა მსოფლიოს წამყვანი პლატფორმის სტატუსი გლობალური ეკონომიკის ძირითადი საკითხების განხილვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენციების გაცვლის მიზნით.
 
სპსეფ-ი ყოველწლიურად იმართება 1997 წლიდან. 2006 წლიდან – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პატრონაჟითა და მონაწილეობით.
 
სპსეფ-ი არის დიალოგისა და ბიზნეს-კავშირების განვითარების სივრცე, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ეს არის შესაძლებლობა იპოვოთ პარტნიორები ბიზნესის განვითარებისთვის რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, გააფართოვოთ მომხმარებელთა და მომწოდებლების წრე, დაუკავშირდით უშუალო გადაწყვეტილების მიმღებებს და მიიპყროთ პოტენციური ინვესტორებისა და წამყვანი მედიის ყურადღება.
 
2023 წელს სპსეფ-ში მონაწილეობა მიიღო 17000-ზე მეტმა მონაწილემ 130 ქვეყნიდან რეალურ და ვირტუალურ ფორმატში. ფორუმზე ხელი მოეწერა 900-ზე მეტ ხელშეკრულებას, საერთო ოდენობით 3 ტრილიონ 860 მილიარდი რუბლის მოცულობით.
 
საქართველო ამ წელსაც არ მონაწილეობს ფორუმის მუშაობაში. რას ვიზამთ, გართულნი ვართ მარაზმით. ქვეყანა ალალ-ბედზე იმართება, შრომის ნაცვლად, გაუთავებლად მიტინგობს, ჩხუბობს, პრეტენზიებს უყენებს შინაურსა და გარეულს. ამ დროს, საქართველოს მეტად მწირ საექსპორტო ჩამონათვალში, სადაც ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, სწორედ ამ ღვინის ექსპორტს ექმნება საფრთხე. მაშინ, როდესაც ქართული ღვინის ლომის წილი რუსეთში გადის, მას, შესაძლოა, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს, თანაც უახლოეს პერიოდში. არა, ეს არც ფრანგული, არც ავსტრალიური და არც სხვა რომელიმე ქვეყნის ღვინო არ გეგონოთ – საუბარია რუსულ ღვინოზე.
 
წლევანდელ ფორუმზე სწორედ რუსული ღვინის წარმოებას ექცევა დიდი ყურადღება. ამ დროს, საქართველოდან ამ პროცესებს არავინ ესწრება, არავინ აკვირდება. გთავაზობთ სპსეფ-ის დღის წესრიგს, რომელიც ამ თემას ასახავს. ფორუმის ფარგლებში განიხილება რუსული ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

– რუსეთში ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების პარალელურად, ბაზარზე ახალი პროდუქციის შემოთავაზება; რა სახით და, კერძოდ, სად არის მოდური, რუსული ღვინის სმა?

– რამდენად შეესაბამება რუსული მეღვინეობა პროდუქტიულობისა და ტექნოლოგიების საუკეთესო გლობალურ პრაქტიკას?

– იმპორტის ჩანაცვლება რუსულ მეღვინეობაში. გავლენა ფასზე და მომხმარებელზე

– მწარმოებლები და დისტრიბუტორები: მოტივაცია გაზარდოს რუსული ღვინის წილის ასორტიმენტში

– ფასის ხარისხი. რამდენად მზად არიან რუსი მწარმოებლები, კონკურენცია გაუწიონ უცხოელ მწარმოებლებს?

– რუსული მეღვინეობის ზრდის პოტენციალი. რას უნდა ველოდოთ მომდევნო 5 წელიწადში?

– რუსეთის ღვინის მრეწველობის მზადყოფნა, გადააკეთოს მომხმარებლები შიდა ღვინისკენ

 

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს გასაანალიზებელია, რუსეთთან მიმართებით. ამაზე უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება და უნდა იყენებდეს პეტერბურგის ფორუმს, როგორც ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად, ისე ინფორმაციების მისაღებად და რუსულ ბაზარზე არსებული რეალობისა და პერსპექტივების შესაფასებლად.
 
გარდა ღვინის წარმოებისა, ფორუმზე განიხილება სარესტორნო ბიზნესის თავისებურებებიც. როგორც ცნობილია, რუსეთში არაერთი ქართული რესტორანია (და ასევე, ბევრი სხვა იჩემებს ქართული რესტორნის სახელს, რადგან ქართული სამზარეულო რუსეთში დღემდე ერთ-ერთი პირველი ბრენდია). ამიტომ ეს თემაც აუცილებლად ყურადსაღებია.
 

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.