რუსეთის ხელისუფლებამ კიევის რეჟიმი, ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოაცხადოს ტერორისტულ რეჟიმად

რუსეთის ხელისუფლებამ კიევის რეჟიმი, ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოაცხადოს ტერორისტულ რეჟიმად
მოსკოვთან ახლოს მოკლეს უყრაინის “რადის” ყოფილი დეპუტატი, რუსეთში ემიგრირებული ილია კივა. უყრაინის სპეცსამსახურებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და მკვლელობა მათი დაკვეთით მოხდა. სხვა სიტყვებით და უფრო ზუსტად – ეს იყო ტერორისტული აქტი.
 
ილია კივამრომელიც არ გახლდათ სამხედრო პირი და იარაღით ხელში არ უბრძოლია კიევის რეჟიმის წინააღმდეგ, არაერთხელ ამხილა კიევის ამჟამინდელი კორუმპირებული რეჟიმი ომის განზრახ პროვოცირებაში. იგი ტერორისტული რეჟიმის კიდევ ერთი “რბილი სამიზნე” აღმოჩნდა.
 
ვფიქრობთ, რომ მომავალში მსგავსი ტერორისტული აქტების გეოგრაფიული არეალი რუსეთს გასცდება და, შესაძლოა, საქართველოშიც შემოაღწიოს. როგორც ცნობილია, ასეთი ტერორისტული აქტის მცდელობა 2018 წლის ბოლოს თბილისში სემიონ სემენჩენკოს ბანდიტურ ჯგუფს უკვე ჰქონდა.
 
ვფიქრობთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოაცხადოს კიევის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, რომელიც დაუფლებულია კვაზი-სახელმწიფოს, სახელწოდებით უყრაინა.
 
ევრაზიის ინსტიტუტი

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.