ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ქმედებებით გამოწვეული სახალხო უთანხმოების ჩასახშობად, ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურებმა ორგანიზება გაუკეთეს სახელმწიფო მოხელეთა და არასამთავრობო სექტორის ჯგუფს, რომელიც შედგება სომეხი მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან, ადვოკატებისა და უფლებადამცველებისგან.
ერთი წლის წინ, ევრაზიის ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკვლევა საქართველოში მოკალათებული, ემიგრაციაში მყოფი რუსული ე. წ. ოპოზიციის შესახებ. ამ კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ზემოთ აღნიშნულ იმიგრანტთა კატეგორია შემდეგი მიზნების განხორციელებისკენ ისწრაფის:
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო ჯაბა ჟვანიას საკვირაო საღამოს გადაცემაში (ტვ „ალტ ინფო“), რომელშიც მან აზრი გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებით გამოწვეულ რეაქციებთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად სთხოვდა მას პირდაპირი რეისების შემოღებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მან კი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. პუტინის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების შეშინებული კომენტარები მოჰყვა, პრემიერმინისტრის ჩათვლით. რცხილაძე ამ მომენტსაც გამოეხმაურა - იხ. ვიდეო:
ევრაზიის ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაციის - ევრო-აზიური ალიანსის დირექტორმა ვიქტორ კუსიანმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საექსპერტო სესიის მუშაობაში, რომელიც უკრაინაში გამოყენებული გაღარიბებული ურანის გამოყენებით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხო.